პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება

region
ავტ.: region ივლისი 14, 2020 16:56

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ცვლილებას, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ შეზღუდვების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება

პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით უყარეს კებჭი.

პროექტს მხარი დაუჭირა 79-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა.

რიგგარეშე სხდომას „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ესწრებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სხდომაზე არ გამოცხადნენ, ისინი პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.

პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გარეშე​ გარკვეული შეზღუდვების გატარების უფლება 2021 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივდება.

region
ავტ.: region ივლისი 14, 2020 16:56