პარლამენტმა პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მე-2 მოსმენით მხარი დაუჭირა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონპროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსების შეწყვეტას ეხება.

“ქართული ოცნების” კანონს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 27 იყო.

გარდა პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტისა, ცვლილებების მიხედვით, თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში მანდატმოპოვებული პარტიების წარმომადგენელთა ნახევარი მაინც, არასაპატიო მიზეზით პლენარულ სხდომათა ნახევარს არ დაესწრება, მათ დაფინანსება დროებით შეუჩერდებათ.

banner
წინა სტატიაში“როგორ მოიპარეს 4 მილიარდი”- “სტრატეგია აღმაშენებელი” აპირებს ფინანსთა მინისტრს სქემა დაუანგარიშოს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა