6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

პარლამენტმა „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა  „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით, 85 ხმით მიიღო.
კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადდა.მისი მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის დამატებითი ინსტრუმენტის უზრუნველყოფა.
კანონპროექტზე მომხსენებლის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ფაქტორინგის მეშვეობით მომსახურებისა და პროდუქციის მიმწოდებლებს შესაძლებლობა ექნებათ, გარკვეული ფასდათმობის გათვალისწინებით, საკუთარი დებიტორული დავალიანებები სხვაზე გაყიდონ.
​კანონპროექტი ფაქტორინგის სხვადასხვა ფორმას მოიცავს და საერთაშორისო პრაქტიკას სრულად პასუხობს.

banner
წინა სტატიაშიმედია – ტრამპი ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილებასთან ახლოსაა
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო