პარლამენტმა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

პარლამენტმა ,,ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
ცვლილება ითვალისწინებს სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების საფუძველზე ბავშვზე ძალადობის დროს მის განცალკავებას მშობლისგან, სხვა კანონიერი წარმომადგენლისგან ან სხვა პირისგან.
სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის განცალკავებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისადმი დაუმორჩილებლობა გამოიწვევს კანონით დადგენილი წესით პასუხსიმგებლობას. კანონპროექტის მიხედვით, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს .
ცვლილების ინციატორი საქართველოს მთავრობაა და მას პარლამენტში კენჭისყრაზე 74 დეპუტატმა დაუჭირა მხარი

banner
წინა სტატიაშიაფხაზურმა სამხედრო პროკურატურამ სასამართლოს კანჯი-ოღლის დაკავების შუამდგომლობით მიმართა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ნათელა ჟორდანიას გარდაცვალების გამო