პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.

ნანა ყეინიშვილს 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არცერთ დეპუტატს არ მიუცია ხმა.

რაც შეეხება თეიმურაზ ხომერიკს, მისი კანდიდატურის მომხრე 82 დეპუტატი იყო, არცერთი წინააღმდეგი.

ორივე კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა, თუმცა დღეს საკომიტეტო მოსმენისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს აღნიშნული კანდიდატურების უკან გაწვევა სურს. მის საპასუხოდ სხდომაზევე მმართველმა გუნდმა აღნიშნა, რომ გაწვევის მსგავსი პროცედურა არ არსებობს.

ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრის ნაცვლად, მხოლოდ შვიდი წევრია. მათგან სამმა – საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. პაპუნა ლეჟავას, არჩილ მესტვირიშვილისა და ნიკოლოზ გაგუას გადადგომაზე ინფორმაცია პარლამენტის ბიურომ ცნობად დღევანდელ სხდომაზე მიიღო. კანონის გათვალისწინებით, ისინი საბჭოს წევრობას ორ თვეში – 21 ნოემბრიდან დატოვებენ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე – მოსახლეობა ხედავს, როგორ მოქმედებს პრეზიდენტი კონსტიტუციასთან, დამოუკიდებელ უწყებასთან მიმართებით, არის პირდაპირი ზეწოლა დამოუკიდებელი სტრუქტურის ხელმძღვანელზე
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს – „მეგობრებო, ცეცხლს ეთამაშებით“