“პარლამენტმა მუშაობა განაახლა, რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა განაახლა. არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ გრძელდება მუშაობა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული, მათ შორის, მიწის რეგისტრაციის ინიციატივა, ასევე, 2020 წლის ბიუჯეტი.

“პარლამენტის საქმიანობას ხელს კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის და პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ საქმეებს”, – დასძინა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, პლენარული სხდომა დაგეგმილია მომავალ კვირას და “ის ჩატარდება ჩვეულებრივად”.



banner
წინა სტატიაში” თავისუფლება ვაჟა ექიმს, რუსეთი ოკუპანტია”-მიტროპოლიტი დიმიტრი
შემდეგი სტატია“ფილმი მონანიება ხომ გინახავთ ყველას? ხომ გახსოვთ მთავარი ფრაზა რა არის? მაინც ამოვთხრი”