პარლამენტმა მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა

პარლამენტმა აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 22-მა წევრმა მისცა. კენჭისყრის ამ შედეგით დადგენილების პროექტი ჩავარდა.

უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიქუმსიშვილის შემდეგ ენგურჰესს აფხაზეთის დე-ფაქტო მინისტრი სტუმრობდა
შემდეგი სტატიაშსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზამთრის საბაზისო კურსი გაიარეს