პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს- იზორია რეზოლუციაზე

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება. იზორიას კომენტარს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„უმრავლესობის ინიციატივით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მკაფიო გამოხატულება ისეთ საკითხებთან, რომელიც უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პრინციპულ პოლიტიკას და მათ დეოკუპაციას, უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და მათი უფლებების ურყევ დაცვას და რასაკვირველია, კონფლიქტების მშვიდობიანი რეგულირების აუცილებლობას საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაშინიკოლა სარკოზის ბრალი ოფიციალურად წარედგინა
შემდეგი სტატიასაპროკურორო საბჭო დღეს ორ ახალ წევრს აირჩევს