პარლამენტმა, მასწავლებლების მომზადების პროგრამასთან დაკავშირებით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა, 87 ხმით, ერთხმად, პირველი მოსმენით მიიღო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომელიც მასწავლებლების მომზადების პროგრამას უკავშირდება.

კანონპროექტით, ახლებურად განიმარტება ტერმინი – მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ასევე, საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, პირს შეეძლება გაიარის მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც შეეძლება მასწავლებლად მუშაობის დაწყება, უფროსი მასწავლებლის სტატუსით.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, დღეს არსებული მასწავლებლის მომზადების ორი პროგრამა, სამწუხაროდ, სრულად არ და ვერ ფარავს ყველა მიმართულებას და აქედან გამომდინარე, არსებული პრობლემის მოსაგვარებლად შემუშავდა კანონპროექტი.

მისი თქმით, ცვლილების მიღების შემდეგ სისტემა იქნება უფრო ეფექტური და ის ხელს შეუწყობს ახალი მასწავლებლების შესვლას სისტემაში.

კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: გიორგი ამილახვარი, თამარ ტალიაშვილი, მაია მენაღარიშვილი, მარიამ ლაშხი, ხათუნა კვიციანი, ვლადიმერ კახაძე და ბექა დავითულიანი.

წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სხვა წლებთან შედარებით რაიმე განსაკუთრებული კრიტიკა არ არის, შინაარსობრივადაც ვერ ვნახეთ ახალი ფაქტი ან შეფასება, დეპარტამენტი გარკვეულ შეფასებებს ციტირებს – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიახერსონის რაიონში რაშისტებმა 7 ადამიანი დახვრიტეს და სახლი ააფეთქეს