პარლამენტმა ლეონიდ ჩერნოვეცკის კანონპროექტი დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა ლეონიდ ჩერნოვეცკის კანონპროექტი „შავ ზღვაში სამრეწველო თევზჭერის აკრძალვასთან დაკავშირებით“, რომლის მიხედვით ადგილობრივ მეთევზეებს შესაძლებლობა მიეცემათ „მეტი გამოიმუშაონ საკუთარი ოჯახებისთვის, ხოლო ზღვა ჭაობად არ გადაიქცეს“. ამის შესახებ საქველმოქმედო ფონდის დამაარსებელი წერს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი არ მიიღებს ამ კანონპროექტს ისევე, როგორც არ მიიღო კანონპროექტი პედოფილების იძულებითი ქიმიური კასტრაციის შესახებ.
პარლამენტის დეპუტატები, ჩემი აზრით, ვერ გაიზარდნენ იმ დონემდე, რომ ასეთ სერიოზულ პრობლემებს მიხედონ. მაგრამ, არაუშავს! ჩემთვის მთავარი თქვენი მხარდაჭერაა, მეგობრებო, და ადრე თუ გვიან, ამ, საქართველოსთვის მნიშვნელოვან კანონებს, მიიღებენ. თუ ხმას მისცემთ ჭკვიან ადამიანებს, რომლებსაც პირადად იცნობთ, საქართველოში ყველაფერი დალაგდება“- წერს ლ. ჩერნოვეცკი.
აღსანიშნავია, რომ ამ პოსტს 5 ათასზე მეტი ადამიანი გამოეხმაურა. ბევრი მათგანი მხარს უჭირეს ლეონიდ ჩერნოვეცკის ინიციატივას. აი, რამდენიმე ამონარიდი კომენტარებიდან: „ ამ კაცს შეტკივა გული ქართველებზე და ჩვენს პოლიტიკოსებს რა ჭირთ?“, „დროა, მართლა გამოიღვიძოს ქართველებმა“, „იყიდება ყველაფერი: მიწა, წყალი, მთა- ველი, ნაკადული თუ ჩანჩქერი, სინდისი , ნამუსი , მთლიანი საქართველო მისი მოსახლეობით“, „სანამ ხალხი არ გაერთიანდება და გამთლიანდება უსამართლობის წინააღმდეგ მანამ ჩინოვნიკები არ მოიშლიან სხვისი ნაშრომით გამდიდრებას“, „ესეთი რამ არაფერი მინახია.საკუთარ ქვეყანაში, საკუთარი მთავრობა გიშლიდეს და აკრძალული ქონდეს რამის გაკეთება“, „ბატონო ლეონიდ.. ამას ასე ლმობიერი მიდგომა აღარ შველის. ამათ მკაცრად სჭირდება მიდგომა“, „უცილებელია და სასიცოცხლო ამ კანონპროექტის დამტკიცება. სიძვირის გამო ხალხს თევზი ვერ უყიდია“.

banner
წინა სტატიაში„ქართულმა ოცნებამ“ მერობის შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატები დაასახელა
შემდეგი სტატიარუსეთი, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის, მეზობელმა რა უნდა გააკეთოს