პარლამენტმა ლარიზაციის ცვლილებების პაკეტს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

პარლამენტმა 90 დეპუტატი 8-ის წინააღმდეგ – ლარიზაციასთან დაკავშირებულ ცვლილებების პაკეტს, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

დოკუმენტის მიხედვით, ქონების რეალიზაციისა და რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ლარში უნდა აისახოს. კერძოდ, სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედა ზღვარი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100 %-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მთავრობის მიერ დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას ფასი ეროვნულ ვალუტაში უნდა იყოს გამოხატული.

წესის დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი 2000 ლარით.

განმეორებით დარღვევის შემთხვევაში სანქციები კიდევ უფრო მკაცრდება. ცვლილებების მიხედვით, სესხი უცხოურ ვალუტაში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ თანხის ოდენობა 100 000 ლარს აღემატება.

banner
წინა სტატიაშისაქართველო სირიას 100 ათასით დოლარით დაეხმარება
შემდეგი სტატიაN5 დაწესებულებაში საახალწლო კონცერტი გაიმართა