21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

პარლამენტმა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

როგორც პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობა.

ნებართვა გაიცემა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ კონკრეტული საქმიანობის შესაბამისი ვადით, ერთჯერადად, არაუმეტეს 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობის საფუძველზე.

საუბარია საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია/აკრედიტაციის საბჭოს ექსპერტებსა და ასევე, განათლების ნებისმიერ საფეხურზე ავტორიზაცია/აკრედიტაციის და აპელაციის საბჭოს წევრებზე.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა 90 ხმით დაამტკიცა, პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელისუფლებო გუნდისთვის ორი კრიტერიუმია განმსაზღვრელი თანამდებობის დაკავებისას
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთში 100 მილიონ დოლარად შეფასებული რადარი გაანადგურა