9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

პარლამენტმა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონში ცვლილების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საკანონმდებლო ორგანომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 77 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო.

მომხსენებლის, პარლამენტის წევრის იოსებ ჯორბენაძის განცხადებით, ცვლილების თანახმად, სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებულ პირებს შეთავსებით სხვა ანაზღაურებადი საქმიანობის შესაძლებლობა მიეცემათ.

მისივე განმარტებით, ჰოსპიტალის თანამშრომლებს მხოლოდ სამედიცინო სფეროში, არამენეჯერულ პოზიციაზე საქმიანობის შესაძლებლობა ექნებათ, რომელსაც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობა დასჭირდება, მისი მოქმედების ვადა კი ერთი წლით განისაზღვრება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა.

banner
წინა სტატიაში“ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს”- ცხოველთა მოყვარულების ერთობლივი განცხადება
შემდეგი სტატიავის არ შეეხება ავტომობილების განბაჟების გაძვირება