29.2 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

პარლამენტმა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 74 ხმით მხარი დაუჭირა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონში ცვლილებებს.

მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
ცვლილებების ძირითადი მიზანია ზუთხისებრთა სახეობების გასამრავლებლად და დასაცავად რიონის აღკვეთილის შექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტში.
აღკვეთილის ტერიტორია ფარავს 554 ჰექტარს და მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა.

banner
წინა სტატიაშისამუშია: დღისით-მზისით, ხელაღებულად მოქმედებენ — პოლიციელებს დაუსჯელობის განცდა აქვთ
შემდეგი სტატიატრამპი რამდენიმე დღეს ითხოვს — აშშ და ირანი შეთანხმებას აფორმებენ