პარლამენტმა ეროვნული ბანკისა და სახელწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიები დაამტკიცა

პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელწიფო აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიების შემადგენლობა დაამტკიცა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კომისიების შემადგენლობა დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააცნო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ორივე კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. დიდი ოთხეულს – Ernst & Young- ს, PricewaterhouseCoopers- ს, Deloitte Touche-Tohmatsu-სა და KPMG- ს სთავაზობენ. კომისია აუდიტორულ კომპანიას ოქტომბრამდე შეარჩევს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენი დაუსაბუთებელია და პრეზიდენტს მიმართავს, შეწყალების უფლება გამოიყენოს
შემდეგი სტატიარუსეთის საელჩო – ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს – მაღალი სიზუსტის იარაღი, შესაძლოა, რადიკალ ნაციონალისტებსა და ტერორისტებს ჩაუვარდეთ ხელში