15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

პარლამენტმა “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” კანონში ცვლილებები მიიღო

საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები კანონში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“. გადაწყვეტილებას მხარი 75 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 5 წინააღმდეგი წავიდა.

მიღებული კანონის თანახმად, სემეკი უფლებამოსილი იქნება 2036 წლის 1-ელ იანვრამდე – წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის 1-ელ იანვრამდე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში, ტარიფის დადგენის დროს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარებას ეხება
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ადვოკატს ბრალდება წარუდგინა