12.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

პარლამენტმა ჩააგდო ფრაქცია „საქართველოსთვის” საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი ნორმების აღდგენას ითვალისწინებდა

პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო – ინიციატივას 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 16 წავიდა.

ოპოზიციურმა ფრაქციამ ამ მიმართულებით “შეკრება მანიფესტაციების შესახებ კანონში“, ასევე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ცვლილებები წარადგინა. აღსანიშნავია, კენჭისყრის შედეგები, რომლის მიხედვით, ოპოზიციის ინიციატივას 16-მა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა, 28 დეპუტატმა კი მხარი დაუჭირა. ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო საკანონმდებლო პაკეტი ჩავარდა.

ინფორმაციისთვის, თავად გახარიას პარტიას პარლამენტში 12 დეპუტატი ჰყავს.

ფრაქცია “საქართველოსთვის” შეფასებით, მოქმედი რეპრესიული ნორმები კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებების და მანიფესტაციების ფუნდამენტურ უფლებას არაპროპორციულად ზღუდავს, ხოლო სამართალდამცავ ორგანოებს მინიჭებული აქვთ ზედმეტად ფართო, ბუნდოვანი დისკრეცია, რაც ნებისმიერ მშვიდობიან დემონსტრანტს სამართლებრივად დაუცველს ხდის.

პარლამენტში ინიცირებული კანონის პროექტით გათვალისწინებული იყო შეკრებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული ფუნქციების შსს-დან კვლავ მერიაში გადატანა. პარლამენტისთვის შეთავაზებული ინიციატივით, უქმდებოდა წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, როცა შეკრება ხალხის სამოძრაო ადგილზე – ტროტუარზე იმართება და ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას არ იწვევს. ასევე უქმდებოდა შსს-ს უფლებამოსილება, გასცეს სავალდებულო მითითებები შეკრების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლა-გეზის შესახებ.

უმრავლესობის მიერ “ჩაგდებული“ საკანონმდებლო ინიციატივა ასევე აუქმებს სამოქალაქო

ბრუნვაში არსებული ნივთის/საგნის ქონის აკრძალვას, თუ ის “სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული დანაშაულის საგნად არ იქცა. გარდა ამისა, შეკრების მონაწილეებს ეძლეოდათ უფლება, თავად განესაზღვრათ პროტესტის გამოხატვის ფორმა 20-მეტრიანი ზონის დაცვით, რაც კრიტიკული დაწესებულებების შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წერილს უგზავნის
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები პირველი მოსმენით მიიღო