პარლამენტმა ცესკო-ს წევრად გიორგი შარაბიძე აირჩია

საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთი წევრი აირჩია.

საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებით ცესკო-ს წევრი გიორგი შარაბიძე გახდა. მას მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ 12 წავიდა.

დეპუტატებმა მეორე კანდიდატს, ნათია იოსელიანსაც უყარეს კენჭი, თუმცა მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩავარდა.

პარლამენტს ცესკო-ს წევრად გიორგი შარაბიძის კანდიდატურა პრეზიდენტმა წარუდგინა.

გიორგი შარაბიძე 2013 წლის დეკემბრიდან საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის აბსურდი და ტყუილი, რომელიც უნდა ვამხილო დღეს” – ლევან იზორია კორუფციასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება
შემდეგი სტატია“100-100 ლარი მოვაგროვოთ ხელფასებზე და ვიყიდოთ დინამიკები” – კვიციანი დეპუტატებს