პარლამენტმა ბიძინა გეგიძის ინიციატივას მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა ფრაქცია „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბიძინა გეგიძის ინიციატივას სპორტული, გამაჯანსაღებელი და რეკრეაციული სივრცეების დაცვის შესახებ მხარი არ დაუჭირა.

პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით კენჭი უყარეს კანონპროექტს „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ და მასთან ერთად სამ თანმდევ კანონპროექტს.

ბიძინა გეგიძე აცხადებდა, რომ კანონის მიუღებლობა პრობლემებს ქმნიდა და ამის მაგალითად დეპუტატმა დაასახელა, რაგბის კავშირის გადაწყვეტილება, რომელიც მზიურის დასავენებელ პარკში მიწის ნაკვეთის გაყიდვას ეხებოდა.

დეპუტატის მიმართვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენება არ ხდებოდა, რადგან შეთანხმებული არ იყო მთავრობასა და მერიასთან.

banner
წინა სტატიაშიფოთისა და ხობის მიტროპოლიტი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია2018 წლის საუკეთესო მწვრთნელი გიორგი ასანიძე გახდა | სპორტის სამინისტროს დაჯილდოება