პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება სცნო

პარლამენტმა ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა. დადგენილების პროექტს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. ბადრი ბასიშვილი პარლამენტში ნიკა მელიას ადგილმონაცვლე იქნება. „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე პლენარულ სხდომას არ დასწრებია და არც აღნიშნულ საკითხზე კენჭისყრაში მიუღია მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა, საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა. პარლამენტმა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დააყენა, რაც ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ნაწილში მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურში მიკროავტობუსის მძღოლი 15 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედებისთვის დააკავეს
შემდეგი სტატია“ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი მის დაკავებაში მონაწილე პოლიციელების დასჯას ითხოვს