პარლამენტმა აშშ-ში მოქმედი, “სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი” FARA-ს კანონპროექტი III მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა აშშ-ში მოქმედი, “სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი” FARA-ს კანონპროექტი III მოსმენით დაამტკიცა. მომხრე ივანიშვილის 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი კი არცერთი.

კანონის მიხედვით, ოლიგარქის პარტიის მიერ ინიცირებული FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა, ან არაჯეროვნად შესრულება, 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

არალეგიტიმური პარლამენტის იურიდიული კომიტეტის “თავმჯდომარე”, არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა ახალი, 355-ე სეკუნდა მუხლი:

“თუ ხელმძღვანელისა და მმართველის ფუნქციების შემსრულებელი პირი არ შეასრულებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. კონკრეტული პუნქტების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია ჯარიმა იყოს არაუმეტეს 5 000 ლარით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 6 თვემდე, ჯარიმით არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ. სხვა დარღვევების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 5 წლამდე, ჯარიმით 10 000 ლარის ოდენობით ან უამისოდ“, – თქვა გორდულაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ნუ შევიქმნით ცრუ მოლოდინს, რომ საელჩოები პარლამენტის შენობაზე თავდასხმას დაგმობენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი არც ლიდერია, არ ლიდერული თვისებები აქვს, ის ვერ იქნება ამ რადიკალური დაჯგუფების გამაერთიანებელი