10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება.

ცვლილების მიხედვით, კანონის გარდამავალ დებულებას ემატება საგამონაკლისო რეგულაცია, რომლის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 6 წელი უსრულდებათ.

საკითხი პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა წარადგინა.

„პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ბავშვებს, რომლებიც 16 სექტემბრის შემდეგ 31 დეკემბრის ჩათვლით არიან დაბადებული, შესაძლებლობა მიეცეთ, ისარგებლონ რეგისტრაციის ყველა ეტაპით. აქედან გამომდინარე, მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოხდეს“, – განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ „გაკვირვებულია“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკით
შემდეგი სტატიასუს-ი: სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 131-ე შეხვედრა გაიმართა