პარლამენტმა 2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. დეპუტატები სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს დღეს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ.
საბოლოოდ კი, კენჭისყრის შედეგად, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი, 11 პარლამენტის წევრი იყო.