პარლამენტმა 14 კანდიდატი უზენაესის უვადო მოსამართლედ აირჩია

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს უყარეს კენჭი. პარლამენტმა წარდგენილი 20 კანდიდატიდან მხარი დაუჭირა 14 მათგანს, ხუთი კანდიდატს კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე უარი ეთქვა.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა შემდეგ კანდიდატებს: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა შემდეგ კანდიდატებს: თამარ ალანია, შოთა გეწაძე, პაატა სილაგაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი. რაც შეეხება ზაზა თავაძეს, მას ფორმალურად უყარეს კენჭი, ვინაიდან კანდიდატურა მოხსნა.

„ამ მონაცემების გათვალისწინებით, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა 12 ახალი კანდიდატურა. ასევე, მხარი დაუჭირა ორ კანდიდატს, რომლებიც დღეს არიან მოქმედი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში. ისინი მონაწილეობდნენ კონკურსში და დაინიშნებიან უვადოდ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაში“მონები ხართ, სამარცხვინოები, 88 მონა ზიხართ”- თინა ბოკუჩავა
შემდეგი სტატიაშალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დამტკიცების შემდეგ, გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური ხდება