პარლამენტის უკანა შესასვლელთან „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგავი მიიტანეს

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებულ ქუჩაზე ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგავი მიიტანეს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ნარჩენები იქვე, ერთ-ერთი შენობიდან იყო გამოტანილი, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა არ გაიტანეს.

გიორგი ვაშაძემ მის თანამოაზრეებს მიუთითა, აღნიშნულ ნაგავს არ უწოდონ სიტყვა „ბარიკადი“. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს არის „უბრალოდ, კალაძის ნაგავი“.

ამასთან, დღეს აქციის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება დაიწყეს.

banner
წინა სტატიაშიReuters: თბილისში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე : რა ბარიკადებია, ჩემო სიცოცხლე, მიატრიალეთ კამერა და შეხედეთ, კურდღელი გადაახტება