პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 16:10

პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აქციის მონაწილეების თქმით, გუშინდელი განცხადებები, რომ მათ მემორიალზე იცეკვეს და ამით შეურაცხყვეს მემორიალი, აფსურდია.

„ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. ვინც შეურაცხყოფად მიიღო, გუშინ იქ რომ ცეკვავდნენ, მინდა გაგხსენოთ, რონ 9 აპრილსაც სიმღერით და ცეკვით დახვდნენ ჯარს და დარწმუნებული ვართ, გუშინ რომ აქ ყოფილიყვნენ, ისინიც იცეკვებდნენ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ამასთან, პარლამენტთან იმართება კონტრაქცია, რომლის მონაწილეებმა აღნიშნული ქმედება გააპროტესტეს, თუმცა პოლიციამ უზრუნველყო, რომ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქციის მონაწილეებს ყვავილები მემორიალთან დაეწყოთ.

წუხელ პარლამენტთან მუსიკის ხმა ისმოდა და აქციის მონაწილეები ცეკვავდნენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი მაისი 13, 2018 16:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,029
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics