პარლამენტის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია დასრულდა

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ ორგანიზებით საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერს, რომელიც საკონსტიტუციო, სოციალურ და საგარეო პოლიტიკას ეხება.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შემდეგი აქცია 24 სექტემბერს ბათუმში გაიმართება. აქციის მონაწილეები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მთავრობის გადაყენების მოთხოვნას დააყენებენ.
დღესვე პარლამენტის შენობის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ 17-მა მხარდაჭერმა შიმშილობა დაიწყო. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციები ყოველკვირეულად ჩატარდება და პარალელურად მოშიმშილეთა რაოდენობაც გაიზრდება.

banner
წინა სტატიაშიაზიური ფაროსანას საწინააღმდეგო საავიაციო წამლობა გურიის რეგიონშიც იწყება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში გაემგზავრა