პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს

პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს. სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განსაზღვრულია რეგლამენტით.

რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წერილობით მიმართოს საქართველოს პარლამენტს ან საჯაროდ განაცხადოს გადადგომის შესახებ. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს უახლოეს პლენარულ სხდომაზე, რაც ფორმდება საოქმო ჩანაწერით.

ამასთან, რეგლამენტით განსაზღვრულია, რომ პარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტი 14 დღის ვადაში, დადგენილი წესით ირჩევს ახალ პარლამენტის თავმჯდომარეს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რეგლამენტით პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა, არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს
შემდეგი სტატია„ქართულ ოცნებას” უნდა, რომ კობახიძეს შეახოცოს ეს ყველაფერი“ – ოპოზიცია გახარიას გადადგომას ითხოვს