პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა ბლოკირებულია – დააანონსებულია ღირსების აქცია

„თუ სახელმწიფო არ იცავს ქვეყანას მკვლელი ოკუპანტებისგან ჩვენ დავიცავთ მინიმუმ ამ დარბაზს,“- ეს მიმართვა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა.

„ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა აქვთ დაკავებული და ამბობენ, რომ დარბაზში რუს დეპუტატებს არ შეუშვებენ.

მათ ალყაში აქვთ მოქცეული პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი, საიდანაც ცოტა ხნის წინ სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს მიმართავდა.

ოპოზიცია ასევე მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, რომ შეუერთდნენ საღამოს 7 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქცია.

„დავიცავთ პარლამენტის დარბაზს ამ დღეს პარლამენტის სპიკერის სკამზე დასვეს რუსი ოკუპანტი, მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, ყველას ვისაც არ გსურთ, იცხოვროთ რუსეთის გუბერნიაში ყველა მობრძანდით 7 საათზე. ღირსების აქცია იქნება,“ – აცხადებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მართმადიდებელ დეპუტატთა ასამბლეის სხდომა იქამდე არ გაგრძელდება ვიდრე რუსი დეპუტატები სხდომათა დარბაზს და საქართველოს არ დატოვებენ.

ასამბლეის დამსწრე ევროპელ დეპუტატებს ქართველმა დეპუტატებმა მიმართეს და განუმარტეს ოპოზიციის დემარშის მიზეზი.

banner
წინა სტატიაში„დიპლომატიური დემარში სახელმწიფოს სახელით“ – კანდელაკი რუსი დეპუტატების შემოსვლაზე
შემდეგი სტატია„ვითხოვთ, მანდატი შეუჩერდეს ზაქარია ქუცნაშვილს“ – თინათინ ბოკუჩავა