პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა, არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს.

პარტია „ქართული ოცნება“ სპიკერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

რეგლამენტის შესაბამისად, არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნდობა დეპუტატებმა უნდა გამოუცხადონ, მას ამ თანამდებობის დაკავებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარის უფლებამოსილებას თამარ ჩუგოშვილი შეასრულებს