პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ეკა ბესელიას გახმოვანებით ვერ დადგება

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

პარლამენტის თავმჯდომარის შეცვლის საკითხი დღის წესრიგში ეკა ბესელიას გახმოვანებით ვერ დადგება, – ამის შესახებ   “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ განაცხადა.

“ეს ის საკითხია, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს ვიწრო ჯგუფში უნდა გადაწყდეს და მერე უმრავლესობაში შეთახმდეს. ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – მას აქვს რაღაც თვისებები, მაგრამ ადამიანებთან კომუნიკაცია და ურთიერთობები უჭირს, რაც ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა. არსებობს ცვლილებების მოლოდინი, რაც საჭიროა“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

ქანთარიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში პარტია “ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგი და სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება, რაც საზოგადოებისთვის კარგი გზავნილი იქნება.

მმართველ პარტიაში მოსალოდნელი ცვლილებების დეტალებზე ქანთარია არ საუბრობს, თუმცა კითხვაზე, ელის თუ არა ის პარტიის ხელმძღვანელი პირების შეცვლას, ქანთარიამ აღნიშნა, “რა თქმა უნდა, ცვლილება პარტიის თავმჯდომარეს არ შეეხება“.

 

IPN.GE

banner
წინა სტატიაშიტრამპის და კიმ ჩენ ინის სადილი ორ საათზე მეტი გაგრძელდა
შემდეგი სტატიაზურაბ აბაშიძე – ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გრიგორი კარასინთან დღეს ხანგრძლივი საუბარი გვქონდა