პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არ ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ირიბი წესით

არლამენტის თავმჯდომარის განცხადება არ ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ირიბი წესით, ეს იყო პრეზიდენტის განცხადებების შეფასება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

”პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება იყო პასუხი პრეზიდენტის შეფასებებზე, რომელიც მან გააკეთა და ფაქტიურად ბრალი დაგვდო თითქოს ის საქმიანობა და გადაწყვეტილებები, რომელიც კომისიაში ხდება, უკავშირდება მას პირადად. სამწუხაროა პრეზიდენტის დამოკიდებულება საკონსტიტუციო კომისიისადმი. პრეზიდენტი არის ერთდერთი პირი, რომელმაც რეფორმის ფარგლებში პროცესის ბოიკოტირება მოახდინა. შედეგად ის მიიღო, რომ პროცესიდან გაირიყა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის განცხადებებით ცდილობს დააკნინოს პროცესი. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ეს არ ნიშნავს, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდება ირიბი წესით. ეს იყო პრეზიდენტის განცხადებაზე შეფასებები”, – განაცახადა გიორგი კახიანმა.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში, სკოლის შენობის მეორე სართულიდან ექვსი წლის ბავშვი გადმოხტა
შემდეგი სტატიააშშ-ს სპეცსამსახური ტრამის სიტყვებს, მისი ტელეფონის მოსმენის შესახებ, უარყოფს