პარლამენტის თავმჯდომარის ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე წამოწევენ იმ საკითხებს, „რომელიც ეხება ზოგიერთი ევროპარლამენტარის უხეშად ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში“ – სამხარაძე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის დელეგაციის წევრებს ხვდება.

როგორც მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, შეხვედრაზე წამოსწევენ “იმ საკითხებს, რომელიც ეხება ზოგიერთი ევროპარლამენტარის უხეშად ჩარევას საქართველოს შიდა საქმეებში.”

“ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ. ევროპარლამენტარებსაც, ალბათ, ექნებათ თავის კრიტიკული შენიშვნები. თუმცა, ველოდებით კონსტრუქციულ, მეგობრულ რეჟიმში აზრთა გაცვლა-გამოცვლას და დიდი იმედი მაქვს, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას,”- განაცხადა სამხარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი – მთელი ჩვენი ქვეყანა დაეხმარება დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, ყველაფრის მოსაწესრიგებლად წინ გვაქვს თვეები, კვირები და წლები
შემდეგი სტატიააშშ უკრაინას დამატებით HIMARS-ებს გადასცემს – ოსტინი