პარლამენტის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტს ტყუილსა და ქვეყნის არევის მცდელობაში ადანაშაულებს.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, ოპოზიციასთან ერთად, ქვეყნის არევის საქმეშია ჩართული.
გუშინ, ქალბატონმა სალომემ პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ აპარატურით მანიპულაცია მოხდა, რაც ჩვეულებრივი ტყუილია. როცა პრეზიდენტის სასახლიდან ხდება დეზინფორმაციის გავრცელება იმისთვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და მათ ემოციებზე ითამაშონ, ეს რა თქმა უნდა, გაუგონარი ამბავია და ხედავთ, რომ ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ქვეყნის არევა ჰქვია ოპოზიციასთან ერთად. ჩვენ გვესმოდა დუბლირებული სიები, რომ აპარატი სხვის ხმებს ათვლიდა „ქართულ ოცნებას“, მონიშნული იყო ბიულეტენები – არცერთი ეს ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.