პარლამენტის თავმჯდომარე ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფრიდრიხ ებერტის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის საკითხების ხელმძღვანელს კრისტინ ლინკეს, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის რეგიონულ დირექტორს ფელიქს ჰეტს და ფონდის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში ფონდის საქმიანობა, აგრეთვე, საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროკავშირის წევრობის განაცხადი და მოლოდინები.

კრისტინ ლინკემ შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა საქართველოს პარლამენტსა და ფრიდრიხ ებერტის ფონდს შორის არსებული ნაყოფიერი პარტნიორობისთვის და შემდგომი აქტივობებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – ხელს ვადებ ღარიბაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ არ მოგვცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
შემდეგი სტატიაისრაელის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე – მეგობრული და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ისრაელსა და საქართველოს შორის ერთობლივი შესაძლებლობების ათვისების შესახებ