პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი მის შეთავაზებას დათანხმდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კონსტრუქციულად იმოქმედებს და ვეტოს უფლებას კონსტიტუციური კანონის პროექტის მხოლოდ იმ ნაწილებზე გამოიყენებს, რომლებიც ბონუსის სისტემის გაუქმებას და ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნებას ეხება.

„ჩვენი შეთავაზებაა, რომ ამ ორი ნაწილის მიმართ გამოიყენოს პრეზიდენტმა ვეტოს უფლება. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამ შემთხვევაში გამოავლენს კონსტრუქციულ პოზიციას და სწორედ ასეთი ფორმით გამოიყენებს ვეტოს უფლებას, თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ვეტოს დადება პრეზიდენტის პრეროგატივაა, ხოლო პარლამენტი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებს.

„ეს არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, მისი გადასაწყვეტია, რა უფლებას გამოიყენებს ის, დაადებს თუ არა ვეტოს კანონპროექტს. ჩვენ, კიდევ ერთხელ, ვმოქმედებთ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველგვარი პოზიციის დაფიქსირების გარეშე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირინა ფრუიძე საქართველოში ნიდერლანდების ელჩს, იოჰანეს დოუმას შეხვდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს