21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

პარლამენტის თავმჯდომარე ეუთო-ს ასამბლეის გადაწყვეტილებაზე: წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის დასკვნები გაყალბებულია. პაპუაშვილის შეფასებით, ფაქტების ნაცვლად ადგილი აქვს მანიპულაციებსა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების შექმნას, რაც თავად ასამბლეისთვის „სკანდალია“.

პაპუაშვილის თქმით, საერთაშორისო ინსტიტუტები, რომელთა მიზანიც მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა უნდა ყოფილიყო, პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად და კონფლიქტების გაღვივების კერად იქცნენ. მისივე თქმით, ორგანიზაციებს ღრმა და ყოვლისმომცველი გადატვირთვა ესაჭიროებათ. პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ერთი და იგივე პოლიტიკური ჯგუფები სხვადასხვა საპარლამენტო ასამბლეების — ევროსაბჭოს, ნატო-სა და ეუთო-ს ფორმატების გამოყენებით, მიზანმიმართულად ცდილობენ ქვეყნის დაზიანებას.

„მათი ქცევა არის დასტური, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს. მეცხრამეტე საუკუნის წესებით მოქმედებენ ეს ადამიანები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსახორციელებლად სხვადასხვა ინსტრუმენტით მთელს ქვეყანას თავს დაესხან”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის დარტყმები ესკალაციაა, თუმცა ამან შესაძლოა ომის დასრულებას შეუწყოს ხელი
შემდეგი სტატიაგიორგი ახობაძე ვატო შაქარიშვილის პოსტზე დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის 3 000 ლარით დააჯარიმეს