პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი

პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი. სამწუხაროდ ეს არის ქართული პლიტიკის შარიკოვი, რომელიც გარკვეული ვითარების გამო მოხვდება თანამდებობაზე და შემდეგ შეურაცხყოფას აყენებს გარშემო ყველას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, “სამწუხაროდ, კობახიძე შეურაცხყოფას აყენებს ათი ათასობით საჯარო მოსამსახურეს, რომელიც საჯარო სამსახურში მუშაობს, რადგან უდიერად მოიხსენიებს მოსამსახურეებს და ფიქრობს, რომ ისინი არიან აკვარიუმში მოთავსებული თევზები, რომლებსაც ხმის ამოღების უფლება არ აქვთ”.

“მაგრამ, ჩვენს საზოგადოებას აქვს მითითებული ნულოვანი ტოლერანტობა მსგავსი დისკურსის მიმართ. დარწმუნებული ვარ რომ ქართული საზოგადოება დესაბამის ადგილს მიუჩენს მსგავს გამოთებს და ქცევებს”,-აღნიშნა ანა დოლიძემ.

პარლამენტში, პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას, ირაკლი კობახიძემ ანა დოლიძეს მიმართა, რომ პოლიტიკური შეფასებების უფლება არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკოს მიერ ხელი მოეწერა საქართველოს ექსპრეზიდენტისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის დოკუმენტს
შემდეგი სტატიაიანუკოვიჩმა თავისი კონკურენტების იზოლირება ციხეებში მოახდინა, პოროშენკომ კი საზღვარგარეთ