პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში მოქმედ ბიზნეს ასოციაციებთან შეხვედრებს აგრძელებს. კახა კუჭავა ამერიკის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტებს და პალატის წარმომადგენლებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, პარლამენტსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით, სხვადასხვა ფორმატებზე იმსჯელეს. კახა კუჭავამ პალატის წარმომადგენლებს საკუთარი ხედვები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობასა და ახლო მომავალში, მომდევნო შეხვედრის გამართვაზე შეთანხმდნენ.

banner
წინა სტატიაშიბესელია – დღეს ყველამ აღიარა, რომ სასამართლო რეფორმა უპირველესი რეფორმაა
შემდეგი სტატიაკოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული ოჯახების დაკმაყოფილებისთვის ორ პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება