პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემია დაათვალიერეს და სასწავლო პროცესს გაეცნენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – ალექსანდრე დარახველიძემ
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის
ჯგუფის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა.
ალექსანდრე დარახველიძემ და აკადემიის რექტორმა – ივანე პაპიაშვილმა,
მოადგილეებთან ერთად, დეპუტატებს მიაწოდეს ინფორმაცია აკადემიის
საქმიანობის შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია პირველი პროფესიული სასწავლებელია,
რომელსაც 2020 წელს განათლების სფეროში ხარისხის მართვის ISO სერტიფიკატი
გადაეცა. დეპუტატებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებიან შსს-ს
აკადემიაში მსმენელები, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია
სასწავლო პროგრამები, რა ბენეფიტებით სარგებლობენ აკადემიის მსმენელები და
როგორია აკადემიის სამომავლო გეგმები.

დეპუტატებს სასწავლო პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს სიმულაციური სასწავლო
სივრცე, გარე სპორტული სივრცე, „შუთჰაუსი“ – ტაქტიკური სივრცე, ვირტუალური
ტირი, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ახალი ტირი, სიმულაციური სასაზღვრო
გამშვები პუნქტი, საგამოცდო ცენტრი და შსს-ს არქივი.

აკადემიის სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული
პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსული არმიის საბრძოლო დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიატურისტული ვიზიტების 52 %-ზე მეტი აღდგენილია