10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

პარლამენტის სპორტის კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით

პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად, სპორტის კომიტეტში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზნებსა და საქმიანობის მიმართულებებზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ისაუბრა.

ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროში არსებული გამოწვევების სისტემურ ანალიზს მოამზადებს და პრობლემების იდენტიფიცირებას მოახდენს. აღნიშნული სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჯგუფი წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ, რათა მათ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა უზრუნველყონ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითად ამოცანებს, ვიქტორ სანიკიძის თქმით, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მწვრთნელთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობა და მათი შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ჯგუფი სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტული ინვენტარით აღჭურვის და ფიზიკური აღზრდის პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და გადამზადების მიზნით, შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წევრები, ასევე სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები შედიან, 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს: უზრდელობაში ნამდვილად არ შეგეჯიბრები, მაგრამ ხომ იცი, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო
შემდეგი სტატიაგიორგი გაბუნია: იციან გავლენა ვერ ექნებათ, ამიტომ, წლებია, ეკლესიას თავს ესხმიან