პარლამენტის სხდომა, სადაც ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

„სამწუხაროდ, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, პირველ რიგში, მიზანიმართულად იყო დაორგანიზებული, რომ დღეს ეს სხდომა არ შემდგარიყო. სამწუხაროა, რადგან შესვენების დროს მოვისმინე განცხადებები, სადაც პოლტიკური ჯგუფები ღიად აღნიშნავენ, რომ მათი მიზანი არ იყო დღეს სხდომის ჩატარება, რათა დაესვათ კითხვები და მოესმინათ პასუხები მათ განახორციელეს პროტესტი, რისი უფლებაც ჰქონდათ. თუმცა, სამწუხაროა, როდესაც იყო მოთხოვნა, რომ დავბრუნებულიყავით ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ განხორციელდა. პროტესტი დღესაც გძელდება იმ ადგილიდან, სადაც ერთადერთი ვალდებულებაა, გაშუქდეს სესიის სხდომა, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს კონსტრუქციულ ფარგლებში იმ კითხვების და პასუხების მოსმენას, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. უმრავლესობის მხრიდან დაყენებული იქნა საკითხი, რომ ასეთ რეჟიმში განხილვის გაგრძელება არ ემსახურება იმ მიზანს, როსთვისაც შევიკრიბეთ და დაინიშნა რიგგარეშე სხდომა. ამიტომ დღევანდელ სხდომას ვაცხადებ დახურულად, ბიუროს სხდომაზე ვიმსჯელებთ, სხვა რიგგარეშე სხდომაზე რა საკითხები გვექნება განსახილველი“, – განაცხადა კუჭავამ.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

 

 

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გომელაურის მოსასმენად აღარ დაბრუნდება
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 15 ადამიანი გარდაიცვალა