პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მცირე დაპირისპირება მოხდა

„ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წევრები საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან აქციას მართავენ.

ისინი შენობაში მაჟორიტარ დეპუტატებს, კახა ოქრიაშვილსა და კობა კობალაძე შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რასაც მცირე დაპირპისრება მოჰყვა.

აქციის მონაწილეები დეპუტატებს ეკითხებოდნენ, რატომ უჭერდნენ მხარს მაჟორიტარულ სისტემას.

საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს უყრის კენჭს.

banner
წინა სტატიაში“პროპორციული სისტემის პროექტზე კენჭისყრის დროს ოპოზიციის იმედი გვაქვს” – თამარ ხულორდავა
შემდეგი სტატიაივანიშვილმა ​მაჟორიტარები გადასარწმუნებლად დაიბარა, ცოტა დიქტატურაში გადადის