პარლამენტის შენობის მთავარი შესასვლელი საქართველოს დროშით ჩაკეტეს

პარლამენტის შენობის მთავარი შესასვლელი კარი, რომლითაც სარგებლობენ დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარე, აქციის მონაწილეებმა საქართველოს დროშით ჩაკეტეს. როგორც
“ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, დროშის გაუჭრელად შენობაში ვერ შევლენ, ხოლო თუ გაჭრიან, მაშინ ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშული.

“საქართველოს დროშა იცავს საქართველოს პარლამენტს და არის ხალხის მხარეს. ასე რომ ჩვენი არაძალადობრივი, მშვიდობიანი სამოქმედო გეგმა მოქმედებაშია და კიდევ იქნება შემდგომი ნაბიჯები. ესე დროშებით დაიფარება კარებები. ამ დროშის გაჭრის უფლება არავის არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის საქართველოს ღირსება, რომელიც არცერთმა პოლიციელმა არ უნდა დაარღვიოს. იმედი მაქვს რომ პოლიციელებს ვერ გააბედინებენ საქართველოს დროშის გაჭრის უფლებას.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბუკია : რევოლუციურ სცენარებს „კონსერვატორები“ მხარს არ დავუჭერთ, ჩვენ ხელისუფლებების არჩევნების გზით შეცვლას ვემხრობით
შემდეგი სტატიაშსს : ადმინისტრაციული ორგანოების შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია კანონის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას