პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. ისინი, სავარაუდოდ, დემონსტრანტებს არ მისცემენ საშუალებას, ბოქლომები დაადონ კარებს და დაბლოკონ პარლამენტში შესასვლელები. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება შენობის პიკეტირებას გეგმავს, რათა ხელი შეუშალონ საკანონმდებლო მუშაობას.

აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თავდაპირველად, დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აიკრძალა.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირი გადაიკეტა
შემდეგი სტატიასტუდენტები ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბნენ საიდანაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან