პარლამენტის შენობაში პოლიციის მობილიზებაა

სამართალდამცველები სპეციალური აღჭურვილობებით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობასა და მის შიდა ეზოშიც არიან მობილიზებულები.

სამართალდამცველების გარკვეული ნაწილი გვირაბშია განთავსებული. პარლამენტის ეზოში, ასევე მობილიზებულია სახანძროს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებიც.

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი იპოვეს
შემდეგი სტატიაეს არის რეჟიმის დასასრული, როცა ყინვაში ადამიანები საკადრის პასუხს გცემენ ქუჩიდან