პარლამენტის შენობაში გავრილოვის ყოფნა არის ქვეყნის სირცხვილი – გოცირიძე

პარლამენტის შენობაში გავრილოვის ყოფნა არის ქვეყნის სირცხვილი – ამ განცხადებას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, გიორგი გოცირიძე აკეთებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან. აქციის მონაწილეები, საკანონმდებლო ორგანოში, მართლმადიდებლური ასამბლეის ფარგლებში, რუსი დეპუტატების ყოფნას აპროტესტებენ.

„ჩვენ ძალიან სამარცხვინო კადრები ვიხილეთ და ეს ქვეყნისთვის არის სირცხვილი. იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, იკავებს პარლამენტის თავმჯდომარის სკამს და მიჰყავს სხდომა, ეს არის ქვეყნის სირცხვილი. ჩემი პოზიცია არის, რომ ეს ადამიანი არათუ პარლამენტში არ უნდა იყოს, არამედ საქართველოს ხელისუფლებას საერთოდ არ უნდა შემოუშვა ქვეყანაში. მით უმეტეს, რომ ხელისუფლებას ჰქონდა სრული სამართლებრივი უფლება, გაებრუნებინა ეს ადამიანი საზღვრიდან და არ შემოეშვა საერთოდ ქვეყანაში“, – განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრმა გიორგი გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“მონა, მონა!”- აქციის მონაწილეები ზაქარია ქუცნაშვილს დაუპირისპირდნენ – დეპუტატმა პლაკატი დახია
შემდეგი სტატია“მრცხვენია! ამას არავითარი გამართლება არ აქვს” – უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა