პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას – თარხნიშვილი

ევროპული საქართველოს წევრის, ლევან თარხნიშვილის თქმით, ოპოზიციას აქვს საერთო პოზიცია, რაც მდგომარეობას ხელახალი არჩევნების ჩატარების, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილების და პოლიტპატიმრების განთავისაუფლებაში.
თარხნიშვილმა აღნიშნა, რომ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას.
„ჩვენ, მთლიან ოპოზიციას, ერთიანი პოზიცია გვქონდა, გვაქვს და იმედია გვექნება მომავალშიც, პოზიცია მარტივია, რომ ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს ან ნაბიჯებს, რომლებიც მიგვიყვნას ხელახალ არჩევნებამდე, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, არ ვაპირებთ ამ შედეგების აღიარებას და რაღათქმაუნდა, ხელახალი არჩევნები უნდა ჩაატაროს ახალმა საარჩვნო ადმინისტრაციამ, ახალი წესებით და გარდა ამისა ცალკე დგას პოლიტპატიმრების თემა და მათი უპირობო განთავისუფლება.
ეს არის ჩვენი პოზიცია, რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამ შეხვედრაზე ოპოზიცია ერთიანი პოზიციით წარდგება. რისი თქმაც შეიძლება დღესვე, არის ის, რომ პარლამენტის შეკრების პირველ დღეს ოპოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის ერთიან პოზიციას და ხელს მოაწერს სამ განცხადებას.
ის 60 ადამიანი, რომელიც არჩეულია პარლამენტში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებისდა მიხედვით, მოაწერს ხელს, რომ არ შედის პარლამენშტი, ის პარტიები, რომლებმაც გადალახეს 1%-იანი ბარიერი ცესკოს მონაცემებით, ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომ ხსნიან სიებს და შესაბამისად, არავინ ამ პარტიებიდან არ შევა პარლამენტში და ბოლოს, ყველა ეს პარტია, რომელიც მონაწილეობას იღებდა არჩევნებში, კიდევ ერთხელ დააფიქსირებს, რომ არ აღიარებს ამ შედეგებს.“ – განაცხადა თარხნიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის სატელეფონო საუბარი შედგა
შემდეგი სტატიაშეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი – ზამთარმა შეიძლება 200 000 სიკვდილი მოგვიტანოს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში „ყველაზე რთული პერიოდი“ დაგვიდგეს