პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნება

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს ბიუროს სხდომით გაიხსნება. არ არის გამორიცხული დღესვე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გენერალური აუდიტორის კანდიდატურა დასახელდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე კანონმდებლებს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე EBRD-ის მთავარი ბანკირის, ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურას შესთავაზებს.

დეპუტატები დღესვე სხვა საკითხებსაც განიხილავენ.

ოპოზიცია დღევანდელ ბიუროს სხდომაზე „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გამო, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს.

„შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია „გაზპრომთან“ დაკავშირებით, რამდენიმე თვეა საკითხი ჩამოკიდებულია, მაგრამ ჩვენ ახლა კატეგორიულად მოვითხოვთ, ეს იყოს განხილული, ვინაიდან აღმოჩნდა დამატებითი ფაქტები იმისა, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება, რომლის ინიციატორი იყო კალაძე, გაცილებით უფრო უარესია, ვიდრე ჩვენ გვეგონა და მან უზარმაზარი ზარალი, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური და პოლიტიკური მიაყენა ქვეყანას,“ – აცხადებს „ენმ“-ის წევრი რომან გოცირიძე.

დღევანდელ ბიუროს სხდომაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ისაუბრებენ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები.

„მნიშვნელოვანი იქნება კონსტიტუციის საკითხი. უნდა ვეცადოთ და “ქართულ ოცნებას“ არ მივცეთ საშუალება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ახირება შეასრულოს და ქართული საზოგადოების და ინტერესების საწინააღმდეგოდ, უარი თქვას დემოკრატიული საარჩევნო სისტემის დამკვიდრებაზე,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშისასჯელაღსრულების მინისტრის ბრძანებით, ციხის მაღაზიებში სპეციალური კომისია გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებებს ჩაატარებს
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა