პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გადაიდო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომა გადაიდო.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განმარტა სხდომის გადადების მიზეზი არის ის, რომ დეპუტატები დღეს სხდომაზე არ გამოცხადნენ.

როგორც ცნობილია, დღეს კომიტეტის სხდომაზე უნდა ემსჯელათ იმ 52 ოპოზიციონერი ოპოზიციონერი დეპუტატის სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერებაზე, რომლებიც შვიდი თვის განმავლობაში მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტს უცხადებდნენ.

ამ საკითხის განხილვის მიზეზი არის კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი იმის თაობაზე, თუკი დეპუტატი ოთხი თვის განმავლობაში პლენარულ სხდომებს აცდენს და ამის ოფიციალური მიზეზი არ არსებობს, მაშინ უნდა დადგეს დღის წესრიგში მისი სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.

 

banner
წინა სტატიაშიჰაიტის პრეზიდენტის მკვლელობაში 28 პირი მაინც იყო ჩართული
შემდეგი სტატიაპროკურატურასთან „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრებმა აქცია გამართეს